რეგიონი
გამგეობის პრეს-სამსახური: შტაბის წარმომადგენელს არ აქვს უფლება საჯარო მოხელე დაკითხოს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობის პრეს-სამსახურის უფროსმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარემ მაია ღურწკაიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გამგეობის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ შტაბში იბარებენ. მისივე თქმით, საჯარო მოხელეებს შტაბის უფროსი ლაშა გვასალია ხვდება და ეუბნება, რომ სუს-ის ინფორმაციით, ისინი არასაიმედო თანამშრომლები არიან და მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ მუშაობენ.

„რატომ უნდა ჰქონდეს პარტიის რომელიმე ორგანიზაციას სუს-ისგან ინფორმაცია, რომელი თანამშრომელი ვის აძლევს ხმას, ან ვის მხარდასაჭერად მუშაობს“, - თქვა ღურწკაიამ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, გამგეობასა და მერიაში ანკეტები დარიგდა,რომელშიც თანამშრომლებს უნდა ჩაეწერათ იმ ხუთი ადამიანის პირადი მონაცემი, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს.

„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ლაშა გვასალია რესპუბლიკელების ბრალდებებს უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს.

„გული მეტკინა, რომ ასეთი სისულელე ისაუბრა. მე ვინ ვარ, რომ მსგავსი ინფორმაცია მქონდეს ან რა წვდომა უნდა მქონდეს სუს-თან, უბრალოდ, მარცხდებიან მეგობრები და შეტევაზე გადმოდიან“, -აღნიშნა გვასალიამ.
მაია ღურწკაიას ბრალდებებს ასევე უარყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა წოწერიას თქმით, ასეთი მითითება არ გაცემულა და ბრალდება უსაფუძვლოა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.