"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი კობა ნაყოფია
სოფელ ლეძაძამესა და ფოცხოს მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრეს-სამსახურიის ცნობით, კანდიდატმა შეჩერებულ პროექტებზე
ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ენმ" ქვეყნის მშენებლობაზე ზრუნვას
გამარჯვების პირველივე დღიდან დაიწყებს.
თავის მხრივ, სოფლის მოსახლეობამ დეპუტატობის
კანდიდატს საკუთარი პრობლემები გააცნო. ადგილობრივების
თქმით, მათი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა.
ცნობისთვის, საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები 8
ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები