რეგიონი
ივანიშვილის საქმიანი წინადადება აფხაზებმა "კანფეტებს" შეადარეს
აფხაზები გამოეხმაურნენ საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინადადებას ფეშენებელური სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობის შესახებ.

"აფხაზია ინფორმის" ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატის ალმას ჯოპუას აზრით, ბიძინა ივანიშვილის წინადადება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ჰუმანიტარული. მისი აზრით, ივანიშვილს ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ ეხელმძღვანელა, მილიონობით დოლარს საკუთარ მოქალაქეებს მოახმარდა, რომელთა დიდი ნაწილი ჯერაც უსახლკაროა და სიღარიბეში ცხოვრობს.

ის დარწმუნებულია, რომ არცერთი "საღად მოაზროვნე აფხაზი პოლიტიკოსი" ამ ინიციატივას სერიოზულად არ განიხილავს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის თქმით, "აფხაზებისთვის პოლიტიკური შემადგენელი ყოველგვარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე უფრო მაღლა დგას, ამიტომ, არავინ დაუშვებს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მსგავსი "კანფეტების" სანაცვლოდ რაიმე შეიძინონ აფხაზეთში".

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თანამედროვე აფხაზეთის" ხელმძღვანელი ირაკლი ტუჟბა მიჩნევს, რომ პროექტები, რომლებიც "კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ბიზნესის განვითარებისკენ არის მიმართული, მხოლოდ მისასალმებელია, რომ არა ერთი გარემოება, რომლის გამოც, მსგავს ინიციატივებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. მისი თქმით, საუბარია "ქართულ - აფხაზური ურთიერთობების უკიდურესად ნეგატიურ გამოცდილებაზე".

ტუჟბა თვლის, რომ ქართველები არასწორად აღიქვამენ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს. მისი განმარტებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ, ქართულ მოსახლეობაში ქართულ - აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების დიდი იმედები გააჩინა, რაც, პირველ რიგში, ახალი ხელისუფლების ნაკლებად აგრესიული რიტორიკით არის განპირობებული. თუმცა, აქვე დასძენს,რომ პრაქტიკაში განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებს ძველებურად ექმნებათ პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილებასთან დაკავშირებით. ასევე, არაფერი შეცვლილა საქართველოში მიღებულ კანონთან "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"დაკავშირებით და ოფიციალური თბილისი ისევ უარს ამბობს სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

"იმ პირობებში, როდესაც ორი რესპუბლიკა საომარ მდგომარეობაშია და არ აქვს არანაირი ოფიციალური ურთიერთობები, მიამიტობა იქნებოდა დაგვეშვა ასეთი ამბიციური პროექტების ერთობლივი განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა", - ამბობს ტუჟბა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ "ჩვენი ქვეყნები ისევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან". ის თვლის, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს 1992-1993 და 2008 წლებში გაჩაღებული ომისთვის, და რაც მთავარია, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა".


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.