ზუგდიდში, მე-2 საჯარო სკოლის წინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“
წევრები ამომრჩევლებს შეხვდნენ და მათ სიტყვით მიმართეს.
ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. მისი განცხადებით, აუცილებელია
კენჭისყრაში მონაწილეობა, რათა არჩევნები არ გაყალბდეს.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას მშვიდი და გაუყალბებელი არჩევნების
ჩატარებისკენ“, - აღნიშნა თარხან-მოურავმა.
მან კომენტარი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებითაც
გააკეთა. „მე არ მგონია, რომ ის ხელისუფლებამ
ააფეთქა, ეს არავის არ სჭირდება“. - დასძინა „პატრიოტთა
ალიანსის“ თავმჯდომარემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები