ზუგდიდის საკრებულომ რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა (ვიდეო)
16:38 / 10.10.2016
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 2016 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით,
ცვლილება იქნა შეტანილი საკრებულოს რეგლამენტის
იმ ნორმებში, რომლებიც პეტიციის მომზადებისა და შეტანის წესებს ეხება.
ცვლილების შესაბამისად, მხარდამჭერთა სიის ბლანკში რეკვიზიტების
ჩამონათვალს, დასახლებული პუნქტის გარდა, ქუჩის სახელი და სახლის
ნომერი დაემატება.
"საკრებულოში შემოვიდა რამდენიმე პეტიცია და ამან გვიჩვენა, რომ
პეტიციის წარმდგენი ამომრჩეველთა სიის ბლანკში იყო ხარვეზი და
დღევანდელი დადგენილებით სწორედ ეს ხარვეზი გამოვასწორეთ", - აღნიშნა
საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადდა
"გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის" დადგენილება. დღეიდან
საკრებულოს ნაცვლად ქალაქში განთავსებულ ობიექტებს ნუმერაციას
იუსტიციის სახლი მიანიჭებს.
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები