რეგიონი
გიზო სართანია გამგებლის მოვალეობას ასრულებს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია გამგეობაში დაბრუნდა. მისი განცხადებით, 10 ოქტომბერს შვებულება დაუმთავრდა და არჩევნების მეორე ტურამდე კვლავ განაგრძობს გამგებლის მოვალეობის შესრულებას.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მმართველი პარტიის მხადამჭერებისა და შტაბის წევრების მხრიდან მოჰყვა. სართანიამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უმჯობესია, „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის მოემზადოს.

„იზრუნონ, რომ მეორე ტურში გაიმარჯვონ. მათ ზუგდიდი თავის საკუთრებად მიაჩნიათ. რაც დათესეს, ის მოიმკეს. მე ხალხს ვემსახურები და სხვა არაა ჩემთვის საინტერესო. უფრო ღირსეულად "ნაციონალები" ჩანან. ესენი ქაჯები და უნახავები არიან“, - განაცხადა სართანიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატს ბესიკ გაბუნიას, გიზო სართანიას თქმით, მას  ამ პიროვნებასთან  პრობლემა არა აქვს და მისი გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა ითანამშრომლოს.

„ზუგდიდს სჭირდება ყურადღება და მე ამ ქალაქს უნდა ვემსახურო“, - თქვა მან.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.