სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)
ჯილდო გადაეცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის
გაცემის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. IDFI-იმ გუბერნატორის
ადმინისტრაციას 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით
19- ჯერ მიმართა და ყველა შემთხევაში
სრულყოფილი პასუხი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით მიიღო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან
ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს
საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები