რეგიონი
ედიშერ თოროლაია: ჩვენთვის ცნობილია იმ პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც „ენმ“ ახორციელებდა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია, მოსახლეობას არჩევნების პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მიმართვა მან თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ზუგდიდელებო, მადლობას ვუხდი იმ ათასობით ამომრჩეველს, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში დამიჭირა მხარი. მადლობა იმ ამომრჩევლებსაც, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მიუხედავად, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, პოლიტიკურ ოპონენტებთან ვპაექრობდით იმ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეებით, რომელიც თითოეული ზუგდიდელის კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. ამ პირობებში, ჩვენ არაერთი დამაკნინებელი და დამცინავი განცხადება მოვისმინეთი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ განცხადებების მიზანი ზუგდიდში და სამეგრელოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გახდათ, არ ჩავრეულვართ პოლემიკაში.

უფრო მეტიც, მოკლე პოლიტიკური მეხსიერების ადამიანების საერთოდ ამოეშალათ გონებიდან ის არაადამიანური ქმედებები, რომელმაც ყოფილი მმართველი პარტია დააზიანა პოლიტიკურად და განუკურნებელი ზიანი და ტკივილი მიაყენა ჩემს თანამოქალაქეებს, მაგრამ არც ეს თემები წამომიწევია წინ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიისას, რადგან მე მქონდა კონკრეტული საქმეები, რაც განვლილ პერიოდში გავაკეთე ჩემს გუნდთან ერთად ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის.

ჩვენთვის ცნობილია, ყველა იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერების მიერ ხორცილდებოდა, რის ერთადერთ მიზანსაც წარმოადგენდა მათ მიერ დადგმულ „სპექტაკლებში“ „ქართული ოცნების“ დადანაშაულება, თუმცა, მათი ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში ჩემმა ოპონენტმა გაიმარჯვა, არის მინიმუმ უტაქტობა და ამომრჩევლებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის რეალური რეიტინგის მიჩქმალვის მცდელობა. ამ თემას მიმდინარე ეტაპზე შეგნებულად არ განვავრცობ.

კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს ამომრჩეველს. მოვუწოდებ მათ - 30 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მობრძანდით არჩევნებზე და დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. პირიქით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ პირველ ტურში და მეორეშიც დავუჭერთ მხარს ზუგდიდისა და თითოეული ზუგდიდელის კეთილდღეობას.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე, ჩემს გუნდთან ერთად, ვიქნები თითოეული ზუგდიდელის ინტერესების დამცველი და თავდაუზოგავად ვიღვაწებ თქვენი წარმატებებისა და კეთილდღეობისთვის.

გავიმარჯვოთ ზუგდიდისათვის, გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!“, - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. რულოვსი მასშტაბურ გაყალბებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა დარღვევა სხვადასხვა ფაქტობრივი მასალებით არის დაფიქსირებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.