"ბურჯანაძე-დემოკრატებმა" საუბნო საარჩევნო კომისიებიდან საკუთარი წევრები გაიწვიეს
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტს
აცხადებს. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ მირანდა მესხმა რადიო
„ათინათს“ "ბურჯანაძე-დემოკრატების" მიერ
წარდგენილი წევრების ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიებიდან
გაწვევის ფაქტი დაუდასტურა.
„ამ ეტაპზე, ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულია
კონკურსი. დღეს არის ბოლო ვადა“.
არჩევნების მეორე ტური 30
ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები