წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ნაგურუს უბანში
ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა. აქამდე
სოფელში ბაღი არ
არსებობდა, რის გამოც აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლების მიღება, 5
კმ-ის მოშორებით, სოფელ საჩინოში უწევდათ. შენობა 40 ბავშვზეა
გათვლილი, ამჟამად აქ 25 სკოლამდელი აღსაზრდელი სწავლობს.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 272 250
ლარი დაიხარჯა და ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის და
ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის თანადაფინანსებით აშენდა. ასევე ის
ადგილობრივი ბიზნესმენის შოთა ჯანჯღავას მიერ საკლასო, საძინებელი
ოთახების და სამზარეულოს ინვენტარით აღიჭურვა.
მასალის გამოყენების პირობები