ფრაქცია ,,ენმ'' საკრებულოში კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლების მისვლას ითხოვს (ვიდეო)
17:55 / 15.11.2016
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა
ანა წითლიძემ დღევანდელ სხდომაზე
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრობლემებზე ისაუბრა. ის
კლუბის წარმომადგნლების საკრებულოს სხდომაზე მოწვევისა და არსებული
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მათგან მოსმენის ინიციატივით
გამოვიდა.
„ცნობილია, რომ კლუბში არის პრობლემები. ამავე დროს არის ძალიან ბევრი
ბრალდება, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელებას ეხება.
"საუბარია იმაზე, რომ არსებობს კორუფციის
ნიშნები, ფეხბურთელებს არ ეძლევათ ხელფასები და ასევე, ჩვენთვის
გაუგებარია ინვესტორის პოზიცია. სწორედ ამ კითხვებზე გვინდა პასუხები
უშუალოდ მათგან მოვისმინოთ“, - აღნიშნა წითლიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი
თოდუას თქმით, ამ თემაზე აუდიტის სამსახური უკვე მუშაობს.
თავად კი მზადაა, შეხვდეს საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს და
ესაუბროს მათ.
ცნობისთვის, კლუბი „ზუგდიდი“ უმაღლეს ლიგაში სატურნირო ცხრილის ბოლო
ადგილზეა. სპეციალისტების ვარაუდით, მას უმაღლეს ლიგაში დარჩენის
მინიმალური შანსი აქვს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები