რეგიონი
დაარღვია თუ არა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპი ელისო კილაძემ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ „ქრონიკა +“ -ის რედაქტორმა ელისო კილაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე ლევან შონიაზე მომზადებულ სტატიაში,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს.

განმცხადებელი, გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა სადაოდ ხდიდა, გაზეთ „ქრონიკა +“-ის 24-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი - ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!“ და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ელისო კილაძემ “განზრახ დაამახინჯა ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდა”.

ქარტიაში მიმდინარე წლის 6 ივლისს შესული განცხადების თანახმად: „ელისო კილაძემ არ გამოიკვლია ჭეშმარიტება, არც კი უცდია სიმართლის დადგენა და ენდო ერთ ინკოგნიტო წყაროს. მას არ დაურეკავს არც გუბერნატორთან და არც მის პრესსამსახურში, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისგან მიეღო ინფორმაცია. ელისო კილაძემ არ გადაამოწმა ფაქტები რათა გაზეთში დაბეჭდილიყო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, მან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განზრახ დაამახინჯა ფაქტები, მოიგონა სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდა. ელისო კილაძე ცდილობდა საქმიანი რეპუტაცია შეელახა ლევან შონიასთვის და ის ცრუ ინფორმაცია, რისი გავრცელებაც თვითონ სურდა „ინკოგნიტო წყაროს“ მიაწერდა. ელისო კილაძე გაზეთის გამოსვლამდე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლევან შონიას „ომსაც უცხადებდა“ და „მასალის გამოცხობასაც“ კი აანონსებდა“ - ნათქვამია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ ეთიკის ქარტიაში შესულ განცხადებაში.

პაატა ლაგვილავა ერთადერთი არ იყო, რომელმაც ელისო კილაძეს ამ კონკრეტული სტატიის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. კილაძეს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში მოქალაქე თამარ შონიაც ადანაშაულებდა, რომელიც მიიჩნევდა, რომ სტატიაში ელისო კილაძემ თამარ შონიას მამაზე ზურაბ შონიაზე (იგივე „პუშკინა“) ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა და მას როგორც ფაქტს ისე წარუდგენდა მკითხველს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ელისო კილაძემ ამ შემთხვევაშიც ჟურნაალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.