აივ/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს (ვიდეო)
15:35 / 01.12.2016
ზუგდიდში, აივ/შიდსთან ბრძოლის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა
ასოციაცია ,,ქსენონმა''
გამგეობაში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა.
ღონისძიების მიზანი იყო აივ/შიდსის გავრცელების პრევენციაში არსებული
მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზი. ამასთან, შეხვედრაზე ზიანის
შემცირების პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
დისკუსიას ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციების, ადგილობრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის
ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში
ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ/შიდსსა და C ჰეპატიტზე
ჩაუტარდათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები