ზუგდიდში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
18:32 / 06.12.2016
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აგრესიული ნარკოპოლიტიკისა და
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების
დეკრიმინალიზაციის პლიუსებსა და მინუსებზე
ისაუბრეს.
ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის,
ემზარ კვარაცხელიას თქმით, კონფერენცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის"
შაბათს დაანონსებულ აქციას ეძღვნება.
"ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არის, თუ რატომ უნდა მოხდეს
საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაცია და ყველა ნარკოტიკული საშუალების
დეკრიმინალიზიცია. დღევანდელ კონფერენციაზე გვინდა პასუხი გავცეთ ამ
კითხვებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც
სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის კუთხით ატარებს".
მან აღნიშნა, რომ თუკი შესაბამისი ორგანოები კონკრეტულ ნაბიჯებს არ
გადადგამენ, ისინი სხვა სახის ქმედებებზე გადავლენ, რადგან სახელმწიფო
მათზე "ძალადობს".
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და
მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ სხვადასხვა საკითხი განიხილეს და ამ
პოლიტიკის შესაძლო შედეგებისა და საფრთხეების შესახებ სამედიცინო და
სამართლებრივი კუთხით იმსჯელეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სხვა
ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე, დეკრიმინალიზაცია ნარკომოხმარების
მასშტაბებს შეამცირებს. ამავე საკითხზე კონფერენცია პარასკევსაც არის
დაგეგმილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები