რეგიონი
კარლო ღადუა თუ ნატალია შეროზია - ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე
მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა. ამჟამად, ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" კანდიდატის შერჩევის საკითხზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე, ძირითადად, "ქართული ოცნების" ორი დეპუტატის ნატალია შეროზიას და კარლო (გოგა)ღადუას კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

"გიდასტურებთ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება, თუმცა დამატებითი კომენტარებისგან თავს შევიკავებ", - უთხრა რადიო "ათინათს" კარლო ღადუამ.

ნატალია შეროზიას თქმით, არა მარტო მისი და ღადუას კანდიდატურა, არამედ, ფრაქციაში შემავალი ხუთივე დეპუტატი განიხილება.

"ფრაქციაში ყველა დეპუტატთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ცალსახად მხოლოდ რამდენიმე კანდიდატურის დასახელება უხერხულია", - თქვა მან.

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატურას მხარს დაუჭერს ყოფილი რესპუბლიკელების ფრაქცია "ზუგდიდი". საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, რომელმაც ოპოზიციური პარტია არც თუ ისე დიდიხნის წინ დატოვა, ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება და მისი არჩევის პროცესს მისი ფრაქცია არ შეაფერხებს.

ყოფილი "რესპუბლიკელების" მსგავსად, მმართველი პარტიის კანდიდატურას მხარს დაუჭერს ფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" ერთ-ერთი წევრი ნათია ფიფია. იგი ამბობს, რომ "ქართულ ოცნების" მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატურა მისთვის მისაღები იქნება.

"ჩვენ ამაზე ჯერ არ გვქონია მსჯელობა, თუმცა, ვფიქრობ ფრაქციის დანარჩენ წევრებსაც ანალოგიური მოსაზრება აქვთ", - აღნიშნა ნათია ფიფიამ.

ყოფილი ოპოზიციური ფრაქციებისგან განსხვავებით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ არც ერთ დეპუტატს მხარს პრინციპულად არ დაუჭერს. ანა წითლიძის თქმით, პიროვნებებს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე ქალაქის ცხოვრებაში რეალურად ვერაფერს შეცვლის.

"ნაციონალურ მოძრაობას" ქალაქის საკრებულოში სულ სამი წევრი ჰყავს. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატს ხმების უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი აქვს და მასზე ყოფილი მმართველი პარტიის ხმები გავლენას ვერ მოახდენს. ზუგდიდის საკრებულოში სულ 15 დეპუტატია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.