ზუგდიდში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა (ვიდეო)
17:59 / 10.12.2016
ქალაქის მერიასთან "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისმა აქცია
გამართა. ამით ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ "თეთრი
ხმაურის მოძრაობის"
აქციას, რომლის მიზანი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების
დეკრიმინალიზაციაა.
მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები
გადადგას ამ მიმართულებით და მას დროს ახალ წლამდე აძლევენ, რათა
ნარკოპოლიტიკა შეამსუბუქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აგრესიულ
აქციებს აანონსებენ.
"ეს არის ბოლო მშვიდობიანი აქცია. ხელისუფლებას ჰქონდა ყველა პირობა
და საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაედგა,
მაგრამ ტერორი გრძელდება", - აღნიშნა "თანასწორობის მოძრაობის"
ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ემზარ
კვარაცხელიამ.
აქციის მონაწილეების თქმით, ნარკოტიკების მოხმარების გამო დაპატიმრება
გამოსავალი არ არის და ალტერნატივას სარეაბილიტაციო ცენტრებში
ხედავენ.
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი - ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - ხელს შეუშლის
დღეს ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას სახელწოდებით "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" 17:00 საათზე გამართავენ.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო - სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ სურთ საჯაროდ და მკაფიოდ დააფისქირონ საკუთარი პოზიცია:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები