რეგიონი
ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ გზებზე - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება საგზაო მოძრაობის წესებზე. მოსწავლეებმა სკოლის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას საგზაო ნიშნების შესახებ.

აქციის მონაწილეები აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრენინგების, საჯარო ლექციების, გამოკითხვის,საინფორმაციო შეხვედრას საპატრულო სამსახურის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება-გავრცელებასა და აქციას ქვეითთა გადასასვლელთან გეგმავენ. აქციას ქვეითთა გადასასვლელთან შეუერთდნენ ადგილობრივი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეების თხოვნის საფუძველზე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობამ გამოყო.

პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრმა "მომავლის თაობის" ფარგლებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით PH International ახორციელებს, ხოლო სამეგრელოს რეგიონში მისი პარტნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია "ათინათი".




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
14 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.