ზუგდიდის სოფლებში უხვმა ნალექმა რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლი
დაუზიანა. გამგეობის ცნობით, ურთაში მცხოვრებ ჯანიკო
ფეტელავას ოჯახს
საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაენგრა.
ფეტელავების ოჯახი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს და
არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
სტიქიით დაზარალებული ოჯახები გამგეობიდან 1000 ლარამდე
ოდენობის თანხას მიიღებენ და ასევე, შესაბამისი
განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, თვითმმართველობა მათ
სამასალე მორების მიღებაშიც დაეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები