ზუგდიდის მერი ქალაქის მუნიციპალიტეტის სახელით საქართველოს
მუნიციპალური ფონდიდან ნაგავმზიდი მანქანებისა და სანაგვე ურნების
შესაძენად სესხს აიღებს,
- ამის შესახებ განკარგულება საკრებულომ დღეს მიიღო.
როგორც სხდომაზე ითქვა, სესხი ათწლიანია და მას 1,5 პროცენტიანი
განაკვეთის პირობით აიღებენ, საშეღავათო ვადა კი სამი წელია.
განკარგულება მერიას გადაეგზავნება და ის ძალაში ხელმოწერისთანავე
შევა.
მასალის გამოყენების პირობები