ზუგდიდის ტექნოპარკის პროექტის - „შექმენი შენი ქალაქის
საახალწლო ინსტალაცია“
გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამდღიან მეიქათონში 8
გუნდი მონაწილეობდა. მათ საახალწლო ინსტალაციები
წარმოადგინეს. ისინი სპეციალურმა ჟიურიმ დაასახელა,რომლის
შემადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და
ამავე სამსახურის თანამშრომელი ლალო ჯანჯღავა შედიოდნენ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა ფულადი პრიზები
მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები