რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: ჟენევის ფორმატი აფხაზეთისთვის უსარგებლოა
ჟენევის დისკუსიებს აფხაზეთისთვის დადებითი არაფერი მოაქვს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლახან შევხვდი ხალხს, რომელიც ჟენევის ფორმატს წარმოადგენს. ჩვენ ვისაუბრეთ და ვფიქრობ, შევთანხმდით იმაზე, რომ ჟენევის დისკუსიები მხოლოდ მსოფლიოს საზოგადოებრიობამდე ჩვენი პოზიციების მიტანის შესაძლებლობაა. მეტი არაფრისთვის გვჭირდება ეს ფორმატი.“

მისი განმარტებით, აფხაზეთის ხალხმა, ეროვნული შემადგენლობის მიუხედავად, ყველა იმ უფლებით უნდა ისარგებლოს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებშია ჩადებული.

შესაბამის კითხვაზე პასუხისას, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის და მათთვის ბინადრობის უფლების მინიჭების პროცესი გაჭიანურდა, რადგან, „ის მოსალოდნელზე უარესი სცენარით წარიმართა და ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს", ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ, გალის რაიონის მცხოვრებლები, რომლებიც "საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ და ამ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდნენ, განცხადების შეტანის საფუძველზე, მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ“.

საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთ - სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებულ გამშვებ პუნქტებს. ხაჯიმბას თქმით, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზე, განეცხადათ, რომ დაიხურება ყველა საგუშაგო, გარდა ძირითადისა, რომელიც ენგურის ხიდზეა განლაგებული. მისი თქმით, ეს შეამცირებს დანაშაულებათა რიცხვს, მათ შორის კონტრაბანდის გადატანის შესაძლებლობას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
14 / მაისი 2024
საქართველოს პარლამენტში ე.წ აგენტების კანონის მიღებას ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს
14 / მაისი 2024
დღეს, 14 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 18:00 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.