რეგიონი
მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას ხმაური მოჰყვა ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა რეკრეაციულ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას.

საქმე ეხება, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაზე არსებული რეკრეაციული ზონის (პერსპექტიული განვითარების) სტატუსის მქონე, მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე, გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არესებული მიწის ნაკვეთისთვის (920 კვ/მ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც სხდომაზე აღნიშნეს ბენზინგასამართი სადგური აშენდება.

აღინიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ქალაქის მერია ორმაგი სტანდარტებით მუშაობს და გადაწყვეტილებებს მეგობრობის მიხედვით იღებს. ბათლომე შელიას განცხადებით, რამდენიმე თვის წინ მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტო სადგურის მშენებლობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ ზონად მიიჩნია.

შელიას თანაგუნდელმა, ანა წითლიძემ ამავე საკითხთან დაკავშირებით დასძინა, რომ ამჟამად ამ ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებული.

"ეს ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ახლა მშენებლობის ნებართვას გავცემთ, არის შპს "რუხის" საკუთრება, რომელის უფროსი კობა აბრალავაა. იგი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია და სწორედ ამის გამო აძლევან მას რეკრეაციულ ზონაში მშნებლობის ნებართვას", - აღნიშნა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებას უსაფუძვლო და გაუგებარი უწოდა საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სადგურის აშენებაზე საუბარი არასოდეს ყოფილა და იქ მხოლოდ "ყრუმუნჯთა საზოგადოება" დაჯარიმდა უკანონო მშენებლობისთვის.

ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა განმარტა, რომ ეს ტერიტორია, რომელსაც რეკრეაციულ ზონას ვუწოდებთ, რეალურად ამ მიმართულებით არ ვითარდება და აქ არსებული მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია.

"დღეს რეალობა არის სულ სხვა, ჩვენ ვხედავთ ზონას, რომელიც არ ვითარდება და დასაბამიდან დღემდე არის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა. აქ, რომ რეკრეაციული ზონა შევქმნათ, მაშინ ყველას უნდა წავართვათ კერძო საკუთრება, რაც არარეალურია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხალხს ხელი უნდა შევუწყოთ განავითარონ მათი სამეწარმეო საქმიანობა", - თქვა ეკატერინე თოდუამ.

სადაო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა საკრებულომ ცხრა ხმით, ორის წინააღმდეგ დაამტკიცა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.