რეგიონი
„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედებას უწოდებს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების საკითხის განხილვას.

ცნობილი გახდა, რომ თაბუკაშვილის, კიკალიშვილისა და ლაღიძის ქუჩებს საერთო სახელი დაუბრუნდება და კვლავ რევაზ (რეზო) თაბუკაშვილის სახელობის იქნება. რაც შეეხება ამჟამინდელ ქობალიას ქუჩას, მას ისევ რევაზ ლაღიძის სახელი დაერქმევა. აღნიშნული ფაქტი ფრაქცია „ენმ“-ს წევრებმა გააპროტესტეს. ანი წითლიძის თქმით, ქუჩებზე მცხოვრებთა ხელმოწერების ნაწილი სწორი არ იყო. ასევე, გრიგოლ ქობალიას ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ არ ეცნობა. მისივე განმარტებით, საკრებულოზე ეს საკითხი პროცედურული დარღვევებით გავიდა.

„აქ ჩვენ პირდაპირ ვხედავთ პოლიტიკურ მოტივს და ამაში პირდაპირ იყო გარეული ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, რომელიც თვითონ დადიოდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან მამუკა ციმინტიასთან ერთად და კატეგორიულად ითხოვდა საკრებულოსგან, რომ შეცვლილიყო ქუჩის სახელწოდება. ეს არის პოლიტიკური შურისძიება ალიკა ქობალიას მიმართ, რადგან ის „ენმ“-ის აქტიური მხარდამჭერია“, - განაცხადა წითლიძემ.

საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა კი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მოსახლეთა წერილების საფუძველზე დაიწყო, რაც შეეხება ხელმოწერების ნამდვილობას, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

„შესაბამისმა კომისიამ იმუშავა სამთავრობო სახელდების კომისიასთან კონსულტაციებით, წერილების გაგზავნით, დასკვნების საფუძველზე, ყველანაირი იურიდიული პროცედურა დაცულია“, - აღნიშნა ქოჩუამ.

ფრაქცია "ენმ"-ს გარდა, საკრებულოს სხვა წევრებმა, ქუჩების სახელდების საკითხს მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე ითქვა, რომ საკრებულოს ნებისმიერ წევრს შეუძლია წამოაყენოს ინიციატივა სახელდების შესახებ და კომისია ამ მიმართულებით მუშაობას დაიწყებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.