ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი საქალაქო
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასები
დაამტკიცების
შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც ფრაქცია
„ენმ“-ის არცერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. ისინი
უნდობლობას უცხადებენ კომისიას, რომელსაც ქალაქის ვიცე-მერი გია
გულორდავა უხელმძღვანელებს.
საკრებულოს წევრის ანა წითლიძის განცხადებით, დღეს მიღებული დებულება
მძღოლების საქმიანობას საფრთხეს უქმნის.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი
თოდუას თქმით, მძღოლებთან და ნებისმიერ დაინტერებულ პირთან
საინფორმაციო სახის შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია, ასევე,
საჭიროა, რომ მათ ითანამშრომლონ კომისიასთან და გადაწყვეტილება
საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ.
„ქალაქ ზუგდიდის მერია და საკრებულო ერთობლივად მუშაობს, უკვე
რამდენიმე თვეა, სატრანსპორტო სფეროს რეგულირების მიმართულებით.
ლეგალიზაციასთან ერთად ხდება მოწესრიგება ამ სახის ბიზნესის.
ქალაქის ბიუჯეტში კი განსაზღვრულია, დაახლოებით, 150 000
ლარის ოდენობის შემოსავალი“, - განაცხადა თოდუამ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები