რეგიონი
სოხუმში მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

სოხუმში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებული სისასტიკით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 1974 წელს დაბადებული, ოჩამჩირის რაიონის

სოფელ ღვადას მკვიდრის ცხედარი აღმოაჩინეს.

საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული - სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, სოფელ მაჭარას საგუშაგოზე შეამჩნიეს ავტომანქანა, რომლის სამმა მგზავრმა აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, ისინი მალევე დააკავეს.

პირადი ჩხრეკისას, ავტომობილიდან „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატები ამოიღეს. მანქანაში მყოფ ორ მოქალაქეს „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტები აღმოაჩნდა. გამოძიების ვარაუდით, ამოღებული იარაღის ნაწილი სოფელ ღვადას მცხოვრების მკვლელობისას გამოიყენეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, არ სახელდება.

 

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.