პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაიყო
ე.წ. ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ფრთამ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ დატოვა. პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიან.

„დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს, როგორც პარტია. ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დეპუტატები, რომლებმაც ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა'' დატოვეს:

დავით ბაქრაძე
ირაკლი აბესაძე
აკაკი ბობოხიძე
გიგა ბოკერია
ხათუნა გოგორიშვილი
თენგიზ გუნავა
ლაშა დამენია
გიორგი კანდელაკი
ზაზა კედელაშვილი
ირმა ნადირაშვილი
რამაზ ნიკოლაიშვილი
სერგო რატიანი
ლელა ქებურია
გიორგი ღვინიაშვილი
მამუკა ჩიქოვანი
გიგი წერეთელი
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ელენე ხოშტარია
სერგი კაპანაძე
ოთარ კახიძე
გიორგი ტუღუში

დეპუტატები, რომლებიც ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' დარჩნენ:

ნიკა მელია
თინათინ ბოკუჩავა
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
კობა ნაყოფია
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიჭერს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.