დღესასწაულებზე „აფხაზურ - რუსული“ საზღვარი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
სამხრეთის ოლქის საბაჟო სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით,
საახალწლო დღესასწაულების პერიოდში
"აფხაზურ-რუსული" საზღვარი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
2017 წლის 9 დღის განმავლობაში სოჭის მებაჟეებმა, ორივე მიმართულებით,
153 872 ფიზიკური პირისა და 32 987 სატრანსპორტო საშუალების მიმართ
განახორციელეს კონტროლი. ამავე მონაცემების თანახმად, დღე-ღამეში
საზღვარს 17 ათასი ადამიანი და 3 ათასზე მეტი ავტომობილი კვეთს.
ადლერის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის დენის ვორონინის
განცხადებით, ბოლოს სამი წლის განმავლობაში, "ავტომობილების რიცხვი,
რომლებიც აფხაზურ - რუსულ საზღვარს კვეთენ, ყოველწლიურად 10-15
პროცენტით იზრდება".
2016 წელს, სულ საზღვარი 9 მილიონ 400 ათასმა ადამიანმა და 1 მილიონ
816 ათასმა სატრნასპორტო საშუალებამ გადაკვეთა. 2015 წელს — 8 მილიონ
768 ათასმა ადამიანმა და 1 მილიონ 655 ათასმა სატრანსპორტო
საშუალებამ.
მასალის გამოყენების პირობები