"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7
ყრილობას, რომელიც დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში, გაიმართება,
პარტიის ცნობით, 7136
დელეგატი დაესწრება.
ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, სამეგრელოდან
სულ 800 დელეგატი გაემგზავრა, მათ შორის, ზუგდიდან - 310. მისივე
თქმით, გარდა დელეგატებისა, თბილისში სტუმრებიც მიემგზავრებიან და
ყრილობაზე, მთლიანობაში, 9 000 ადამიანი იქნება.
დღესვე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასა და პოლიტსაბჭოს ახალ
თავმჯდომარეს აირჩევენ. ყოფილ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ
მთავარი აქცენტები პარტიის სამომავლო გეგმებზე გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები