რეგიონი
ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები დღეს პატრიოტთა ალიანსის წევრმა და პარლამენტარმა ადა მარშანიამ მოინახულა. ის აქციის მონაწილეების პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.

ამასთან, მარშანიამ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, დევნილთა მინისტრი მათთან არ ჩამოვა და არც კომისია გადაამოწმებს საცხოვრებელი ფართის მისაღებად მათთვის მინიჭებულ ქულებს.

"დღეს დავრწმუნდი, რომ აქ განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა, კეთილი ინებოს სამინისტრომ და იღონოს რამე. ჩემი მხრიდან აგრესიულადაც კი შევაწუხებ დევნილთა სამინისტროს, რომელიც გახდა დევნილთა მტერი", - თქვა დეპუტატმა.

თავის მხრივ, დევნილები ამბობენ, რომ ისინი შიმშილობის შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი ყოფილი რაიონული სააავადმყოფოს შენობის ეზოში, სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება.

დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი ათეულობით წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.