იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ზუგდიდში ორ კვირაზე მეტ
ხანს შიმშილობდნენ, კომისიის მისვლას ელოდებიან. მათი თქმით, იმ
შემთხვევაში,
თუ კომისია დღესვე არ დაიწყებს მათი საცხოვრებელი პირობების ხელახალ
გადამოწმებას, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს ისევ მიმართავენ.
"არანაირ პასუხს არ გვაძლევს დევნილთა სამინისტრო, არც
ადგილობრივი სამმართველო...ველოდებით მერაბ ქვარაიას პირობას, რომ
დღეს უნდა ჩამოსულიყო კომისია, თუმცა ჯერ არავინ მოსულა. დღესაც თუ
არაფერი იქნა, ასე არ გავჩერდებით... ნუ დაძაბავენ სიტუაციას ისე, რომ
ჩიხში შევიდეს ყველაფერი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა
მონაწილემ ტარიელ ქობალიამ.
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილებთან ქალაქის
მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია 7 თებერვალს მივიდა და მათ
პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ის აქციის მონაწილეებს დახმარებას
დაპირდა.
9 თებერვალს აქციის მონაწილეებმა შიმშილობა დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას
თხოვნით დროებით შეწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე
ადამიანი, ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე
მეტია შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და
საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა
სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ
იგეგმება.
დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი,
ათეულობით წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი)18 441 ვიდეოჯარიმა აღირიცხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები