დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში მოთოვს. სინოპტიკოსების ცნობით, თოვა 17 თებერვლამდე გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში ღამე -2 , დღე +3 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები