რუხში დევნილის საცხოვრებელი ფართის ნაწილი ხანძარმა დააზიანა (ვიდეო)
17:25 / 15.02.2017
ზუგდიდის სოფელ რუხში, ბაღის ყოფილ შენობაში
მცხოვრები ერთ-ერთი დევნილის საცხოვრებელ ოთხს
ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძარი სავარაუდოდ შეშის ღუმელიდან გავრცელდა, რის შედეგადაც
სახურავის ნაწილი და კედელი დაიწვა.
დაზარალებულ ოჯახს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის
ხელმძღვანელი სამეგრელოში ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდა. ჩიკვაიძემ
კორსანტიებს დროებით საცხოვრებელი ფართი შესთავაზა, რაზეც
დაზარალებულმა უარი განაცხადა.
"დაქირავებულში შემიყვანენ და ათი წელი კიდევ იქ
ვიცხოვრო.ნაქირავებში, რომ შევიდე ბინას არავინ არ მომცემს. არ მყავს
ქმარი ვზრდი ობოლ შვილებს, როგორ ვიცხოვრო მითხარით, არის აქ ამის
შესაძლებლობა?",- თქვა ხათუნა კორსანტიამ.
ალექსანდრე ჩიკვაიძემ განმარტებით, ის საკუთარი ხარჯებით შეაკეთებს
დაზიანებულ ოთახის. მისივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები დღესვე
დაიწყება.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები