სოფელ ყულიშკარში ქვარაიების საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ვიდეო)
19:19 / 15.02.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად ველოდი
ქვარაიას საცხოვრებელ სახლი მთლიანად დაიწვა. განადგურდა
საყოფაცხოვრებო
ნივთები და სურსათ-სანოვაგე. ოჯახის წევრების თქმით, ცეცხლი,
სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. მათივე თქმით,
სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა,
თუმცა სახლი უკვე დამწვარი იყო.
"ცეცხლი დილის 12 საათზე გაჩნდა, დროულად ვერ ვნახეთ. ხანძარი, რომ
შევამჩნიე უკვე სახურავამდე იყო ასული. არაფერი დამრჩა, ყველაფერი
დაიწვა, ბავშვებს ტანსაცმელიც არა აქვს. სამი არასრულწოლოვანი შვილი
მყავს, სოციალურ დახმარებას დიდი ხანია ვითხოვ, მაგრამ არ მაძლევდნენ.
ახლა მაინც აღმიდგინონ, ღია ცისქვეშ ვართ დარჩენილები", - თქვა ფატიმა
ქვარაიამ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას თქმით, დაზარალებულ
ოჯახს 1000 ლარით და 15 კუბური მეტრი სამასალე მერქნით
დაეხმარებიან.
"გამგეობა დაზარალებულებს ასევე შუამდგომლობას გაუწევს სოციალურ
სააგენტოში, რათა ამ ოჯახმა ყოველთვიური სოციალური შემწეობა მიიღოს",
- ამბობს მაიზერ ნანავა.
ქვარაიებთან უკვე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა
და გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები