ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალი ზონის
სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. რესურსცენტრის
ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, მოსწავლეების მცირე
რაოდენობის გამო, სოფლების: გრიგოლიში, ზედაეწერი, ოდიში, რიყე,
ტყაია, ყულიშკარი, ჩხორია, ჭაქვინჯი, ჭკადუაში და ჯუმი - სკოლები
დროებით დაიხურა.
"აღნიშნული სოფლები მთაგორიანია და ვერ განხორციელდა მოსწავლეების
ტრანსპორტირება, დანარჩენ 40 საჯარო სკოლაში სწავლება ჩვეულ რეჟიმში
მიმდინარეობს", - უთხრა რადიო
"ათინათს" კახაბერ ფარცვანიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად თოვს. ამ
დროისთვის თოვლის საფარი სოფლებში ნახევარ მეტრს აჭარბებს, ხოლო
ქალაქში 30 სმ-ს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები