ხობის 1576 აბონენტს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის
ცნობით, 20 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება ხობის რაიონის ორ
სოფელს
- ხამისკურსა და ხეთას - შეეზღუდება.
ქვესადგურ „ხეთა-წევაში“ გეგმური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს,
რის გამოც ელექტროენერგია ხობის მომსახურეობის ცენტრის 1576 აბონენტს
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.
დენის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება
სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები