ზუგდიდში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს (ვიდეო)
18:01 / 24.02.2017
მიკროავტობუსების მძღოლებმა,რომლებიც ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ემსახურებიან,
საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი სამი
თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, იმ
შემთხვევაში, თუ ორშაბათს დავალიანებას არ აუნაზღაურებენ, ისინი
გაიფიცებიან.
„კომპანია, რომელიც ხელფასს გვიხდიდა, შეიცვალა. ახლა ტენდერი შპს
„დაკა ჯორჯიამ“ მოიგო“,- აღნიშნა ალეკო მინჯორაიამ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ზუგდიდის საგანმანათლებლო
რესურსცენტრს რამდენჯერმე დაუკავშირდენენ, მაგრამ პასუხი ვერ
მიიღეს.
რადიო „ათინათმა“ საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახა ფარცვანისთან დაკავშირება სცადა,
თუმცა მას ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები