ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დახლ-მაცივარი,
რომელიც ღია ცის ქვეშ დგას, გატეხეს. წაღებულია სხვადასხვა პროდუქტი
და სიგარეტები.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. ზარალი, დაახლოებით, 1 500
ლარს შეადგენს.
ამავე ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურის მეპატრონის, ნონა ჭურღულიას თქმით,
სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ მან შეატყობინა. მისივე
ინფორმაციით, დახლ-მაცივრის მეპატრონე, რომელიც შემთხვევის ადგილზე
მოგვიანებით მივიდა, შეუძლოდ შეიქმნა და საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
"შერეული საქონელი ჰქონდა. ზარალი ძალიან დიდია. მსგავსი ფაქტები ამ
ტერიტორიაზე ხშირად ხდება, თუმცა, გამოძიებული არცერთი მათგანი არ
არის", - უთხრა რადიო "ათინათს"
ჭურღულიამ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები