რეგიონი
სოფელ ცაცხვის ტერიტორიაზე მინდორში მკვდარი პირუტყვი იხრწნება (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, დასახლებული ტერიტორიისგან მოშორებით არსებულ მინდორზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეში და ძვლებია მიმოფანტული. ადგილობრივი ფერმერების ვარაუდით, შესაძლოა, პირუტყვი ბოლო პერიოდში მათთვის უცნობი დაავადებისგან დაეცა. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქონელი მტაცებელი ცხოველების ან ძაღლების მიერ იყოს დაგლეჯილი.

ამ ტერიტორიიდან, დაახლოებით, ერთ კილომეტრში რეგიონული ნაგავსაყრელია მოწყობილი, სადაც ძაღლები მრავლად არიან. ნაგავსაყრელის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აქ ძაღლები მოსახლეობას სპეციალურად მოჰყავს.

აღნიშნულ ადგილზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ, თუმცა, მათი თქმით, დავარდნილი ცხოველებისგან ნიმუშების აღება ვერ შეძლეს.

"ვიყავით და დავათვალიერეთ ის ადგილი, თუმცა უკვე აღარ არის ის სიტუაცია, რომ ჩვენ შევძლოთ ნიმუშის აღება. ეტყობა, ცხოველი დიდი ხნის დაცემულია...ერთ-ერთი მსხვილფეხა საქონლისგან შეიძლებოდა, თუმცა იქ მყოფმა ძაღლებმა არ მიგვიშვეს", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბაჩო ჟვანიამ.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა კვლევას ვერ აწარმოებენ, რადგან ამისთვის მოსახლეობის ან სხვა შესაბამისი უწყების მიმართვაა საჭირო.

"ზუგდიდდასუფთავების" დირექტორის მოადგილის თენგიზ გოგოლიშვილის თქმით, მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებდა.

"ხვალ ან ზეგ წავალთ და გავეცნობით სიტუაციას. ამის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდით", - აღნიშნა მან.

დაცემულ ცხოველებთან დაკავშირებით ინფორმაციას არც სოფლის გამგებელი ნონა ესებუა ფლობდა. ის ამბობს, რომ მოსახლეობამ მას გასულ ზაფხულს, მხოლოდ მგლების შემოსევის გამო მიმართა და ამჟამად ცხოველების დაცემის გამომწვევი მიზეზები მისთვის უცნობია. სოფლის გამგებელი აღნიშნული ტერიტორიის დათვალიერებას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, დახმარების თხოვნით შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.