ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე მშენებლობაზე საკრებულოს წევრი განმარტებებს ითხოვს (ვიდეო)
19:04 / 06.03.2017
ზუგდიდის ცენტრში კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის გვერდით მიმდინარე
სამშენებლო სამუშაოებზე
ოპოზიციური პარტიის წევრები განმარტებებს ითხოვენ. ანა
წითლიძის თქმით, მშენებლობის ადგილას არ არის საინფორმაციო
ბანერი. მისივე თქმით, მას მუშებმა უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე
საოფისე ფართები შენდება.
„ეს არის ქალაქის იერსახის დამახინჯება. ჩვენ მოვითხოვთ, ქალაქის
არქიტექტურის სამსახურის უფროსი და სადარბაზოს ამხანაგობის წევრები
მოვიდნენ შემდეგ სხდომაზე და ჩვენს კითხვებს გასცენ პასუხი“, -
განაცხადა წითლიძემ.
მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საკრებულოს სხვა
წევრებიც.
ქალაქ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის უფროსის მაია ღუბელაძის
ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა მერიამ გასცა, თუმცა,
რადიო „ათინათის“ კითხვაზე, ვინ აწარმოებს
სამშენებლო სამუშაობს, ღუბელაძემ პასუხი არ გაგვცა და ინფორმაციის
წერილობითი გამოთხოვა გვირჩია.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები