რეგიონი
საჯარო მოხელე: ჩხოროწყუს გამგებელმა „რუსთავი 2“-ის აქციაზე ყოფნის შემდეგ დამითხოვა
აიპ "ფეხბურთის ცენტრის" ყოფილი მწვრთნელი ჩხოროწყუს გამგებელს დავით გოგუას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს, - ამის შესახებ ვარლამ სიჭინავამ ენმ-ის ზუგდიდის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დავით გოგუამ რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება და „ქართულ ოცნებაში“ გადასვლა შესთავაზა, სანაცვლოდ კი ბავშთა ლიგის გაკეთება და 40 000 ლარით დაფინანსებას დაჰპირდა, თუმცა სიჭინავას „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნის შემდეგ იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გოგუამ შემომთავაზა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მის გვერდით დავმდგარიყავი. მე მას ვუთხარი, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი და მოსაფიქრებლად 10 დღე მომცა. შემდეგ მე „რუსთავი 2“-ის აქციაზე ვიყავი, იქედან დაბრუნებულს კი მითხრა, რომ გაშვებული ვიყავი სამსახურიდან“, - თქვა სიჭინავამ.

პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს სიჭინავას გათავისუფლებას ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძეც.

„ვითხოვთ ახსნა-განმარტებებს, თუ რის საფუძველზე მოიხსნა სიჭინავა. ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ადამიანმა შეძლოს თავისი სიმართლის დამტკიცება და მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხსიგება ამ კონკრეტულ ქმედებაზე“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა ბრალდებებს უარჰყოფს და ამბობს, რომ სიჭინავა სამსახურდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა.

„ყველაფერი, რასაც ამბობს, არის სრული აბსურდი. რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე აიპ გაერთიანდა, მათ შორის, სასპორტო სკოლა და ფეხბურთის ცენტრი, შესაბამისად, მოხდა შემცირება“, - თქვა რადიო „ათინათთან“ გოგუამ.

ვარლამ სიჭინავა აიპ ფეხბურთის ცენტრის მწვრთნელის თანამდებობას 1999 წლიდან იკავებდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.