რეგიონი
ანა წითლიძემ ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა (ვიდეო)
ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის გვერდით მიმდინარე მშენებლობა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ ადგილზე გააპროტესტა. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა ზუგდიდის მერიაში უკანანოდ გაიცა და ის ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

„შენობა, რომელიც აქ შენდება, არის უკანანო და კიდევ ერთი კორუფციული გარიგების შედეგი, რომელსაც მერი ირაკლი გოგოხია ახორციელებს. მან ნებართვა თავის მეგობრაზე ნიკო ქანარიაზე უკანონოდ გასცა“, - თქვა წითლიძემ.

მშენებარე ობიექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “თანადგომა“ ერთ-ერთ წევრს ნიკო ქანთარიას ეკუთვნის. ის ამბობს, რომ მან აღნიშნული ტერიტორია 30 წლის წინ შეიძინა.

„დიდი ხანია შევიძინე ეს მიწა, მაგრამ მშენებლობის ნებართვა მხოლოდ ახლა მომცეს...მერიიდან მაქვს ნებართვა იმისა, რომ აქ ავაშენო საოფისე ფართი. ამასთან, მაქვს მოსახლეობის ხელმოწერაც“, - განაცხადა მან.

ოპოზიციური პარტიის წევრის გამოჩენამ ბინათმესკუთრეთა ამხანაგობის წევრები გააღიზიანა და ისინი დეპუტატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, თითეულ მათგანს აქვს ნებართვა ამ ტერიტორიაზე საოფისე ფართები და ფარეხები ააშენოს. მათ წითლიძეს უთხრეს, რომ არ აპატიებენ, თუ მისი ჩარევით აღნიშნული მშენებლობა გაჩერდება.

საკრებულოს წევრის ბრალდებებს უარყოფენ ქალაქ ზუგდიდის მერიაში და აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით დაიწყო და ქალაქის იერსახეს არ ამახინჯებს.

„მშენებლობა ვერ დაიწყებოდა ბინათმესაკუთრეთა ხელმოწერების გარეშე. არსებობს კომპეტენტური ადამიანებისა და არქიტექტორების დასკვნები. მეგობრის გამო ნებართვის გაცემაზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან არასერიოზულია. მერთან მეგობრობა, ნაცნობობა, ურთიერთობა ავტომატურ რეჟიმში არ გულისხმობს კანონიერი მშენებლობის ნებართვაზე პასუხის არგაცემას“,- განუცხადა ჟურნალისტებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.