„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აბაშისა და
წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებს 2016 წლის
პრემია და სახელფასო დანამატი არ მიუღიათ. ესენი არიან: აბაშის
მუნიციპალიტეტის გამგებელი
მამუკა კვიტაშვილი,
საკრებულოს თავმჯდომარე
პაატა ქურდოვანიძე,
წალენჯიხის ყოფილი გამგებელი
გოგა გულორდავა და
საკრებულოს თავმჯდომარე
თემურ ღვინჯილია.
ამავე კვლევის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია
მხოლოდ ერთხელ ერთ თანამშრომელზე გაიცა, ასევე ერთხელ მიიღეს პრემია
წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2016 გაწეულ
ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს გამგეობებსა
და საკრებულოებს შორის პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გაიცა. გამგეობაში პრემიის
ოდენობამ 771 825 ლარი შეადგინა, საკრებულოში კი 201 440 ლარს
გადააჭარბა. ყველაზე ნაკლები ხარჯები ამ მხრივ მესტიის
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებმა გაწიეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის თემის
თვითმმართველობებში ყველაზე მეტი პრემია გაიცა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები