მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ადასტურებს, რომ
მესტიის გამგეობამ მისთვის ბიუჯეტიდან 3 600
ლიტრი საწვავი შეისყიდა. ეპარქიის მღვდელმთავარმა
რადიო
„ათინათს“ განუცხადა, რომ მანქანა, რომლითაც ის პირადად
სარგებლობს, გამგეობას ეკუთვნის.
„
მე არ მაქვს საშუალება, მანქანა შევიძინო, ამიტომ
ის მესტიის გამგეობამ მათხოვა“, - თქვა მეუფემ.
ცნობისთვის, მესტიის გამგეობამ ეპარქიის მიტროპოლიტ
ილარიონისთვის საწვავის შესაძენად 5 004 ლარი დახარჯა. ამის შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ
ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე თემაზე:
TI: მესტიის
გამგეობამ მეუფისთვის 5000 ლარზე მეტი ოდენობის საწვავი შეიძინა
მასალის გამოყენების პირობები