21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია
მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა
14-დან 19 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 13-დან 18
გრადუსამდე დათბება.
20 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ქარი, რომლის სიჩქარე უმეტეს რაიონში 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და ჰაერის
მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში კი - 10-15 გრადუსი. 21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით
ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.
მასალის გამოყენების პირობები