სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს
სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის
სათანადო პირობები არ არის დაცული. "ტემპერატურის მატებასთან ერთად
იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია
არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის
- ხორცისა და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის,
კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა", - აღნიშნულია
განცხადებაში.
სააგენტოში ამბობენ, რომ არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი
ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
მასალის გამოყენების პირობები