რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა (ვიდეო)
ზუგდიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახლადაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა. მან მოსახლეობას ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სერვისებით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებიც შეძლებენ.

"მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობამ და კომპანია "გილეადმა" გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებმა ამ ცენტრში იმკურნალონ. ზუგდიდი შეირჩა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ რეგიონში C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი იფუნქციონირებს ზუგდიდში. მინდა ამ რეგიონის ყველა მცხოვრებს ვუსურვო ჯანმრთელობა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი, სადაც ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ზუგდიდში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ამავე თემაზე:

პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.