რეგიონი
დევნილების პროტესტი და სამინისტროს პასუხი (ვიდეო)
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დევნილთა სამმართველოში კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ისევ არ დაკმაყოფილდა. ისინი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

დევნილების თქმით, მათი ოჯახები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და უკვე, წლებია, ბინებს ელოდებიან.

წელს 11, 5 ქულა მაქვს, მაგრამ მაინც არ ვარ სიაში. 8, 9 ქულიანებს მისცეს და ვერ ვხვდები, მე რატომ არ მომცეს“, - თქვა ერთ-ერთმა დევნილმა ვალენტინა აბაკელიამ.

დევნილთა პროტესტს უპასუხეს სამმართველოში, სადაც მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებმა იძულებით გადაადგილებული პირები ინდივიდუალურად მიიღეს. ფაცაციას განცხადებით, მათ საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად უზრუნველყოფენ.

თვითონ დევნილები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, თუმცა არ აქვთ ექსპერტიზის დასკვა, მიდის მონიტორინგის ჯგუფი და ხვდება ნორმალური საცხოვრებელი. თავადაც უნდა გააკეთონ კოსმეტიკური რემონტი“, - აღნიშნა ფაცაციამ.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დღეს იმ დევნილი ოჯახების სია გამოქვეყნა, ვისაც ბინები გადაეცემათ. 144 ოჯახი ბარამიას ქუჩაზე, თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.