რეგიონი
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა (ვიდეო)
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ ახლადაშენებულ თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები ადგილობრივი მთავრობისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო. მასში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

ჩვენ დამატებით ოთხ თორმეტსართულიან კორპუსს ვაშენებთ, რომელსაც კომპანია ოქტომბერში ჩაგვაბარებს. ყველა ის დევნილი, ვინც უბინაოა და არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება“, - განაცხადა გიორგაძემ.

ახალ კორპუსებში დევნილებმა 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინები მიიღეს. მათი თქმით, ახალ საცხოვრებელს, უკვე, წლებია ელოდებიან.

25 წელიწადია, ბინას ველოდებით. ჩვენ 6 სულიანი ოჯახი ვართ. ძალიან მოგვეწონა“, - თქვა ერთ-ერთმა დევნილმა კობა შენგელიამ, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ამ დრომდე ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ცხოვრობდა.

ბინების გადაცემის პროცესი ბარამიას ქუჩაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე დევნილის თქმით, ისინი გაუსაძლის პირობებში არიან და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების გადაცემა აქციის ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
12 / მაისი 2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეპარქიის მრევლსა და საზოგადოების სხვა წევრებს მიმართავს.
12 / მაისი 2024
შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა.
11 / მაისი 2024
ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.