რეგიონი
ალავიძე: მერია და გამგეობა ერთსა და იმავე ფუნქციებს ახორციელებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. ზურაბ ალავიძის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით,არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

ალავიძე ამბობს, რომ არაფრის გაუქმება არ იგეგმება, საუბარია ერთი და იგივე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების გაერთიანებაზე.

"დღეს ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ყველას რომ დავარქვათ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მათ ფუნქციებს შორის ერთი მარცვალიც არ არის განსხვავება. ამაზე ვსაუბრობთ. აქ მარტო მენეჯმენტის პრობლემაა. ანუ, ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში თუ მენეჯმენტსა და მმართველობას მარტო ერთი ადამიანი ახორციელებს, ზუგდიდში იგივე მმართველობას ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს?! ერთი და იგივე ფუნქციას ახორციელებს მერიაც და გამგეობაც. ამაზე გვაქვს საუბარი,"
- განაცხადა ალავიძემ.

საქმე ეხება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვათ, რაც გულისხმობს, რომ მათ საკუთარი ბიუჯეტი არ ექნებათ და ადგილობრივი ხელისუფლება არ ეყოლებათ.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ,,ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება''.

ამავე თემაზე: 
ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.