რეგიონი
სიკეთე გადამდებია - ECG-თავისუფალი მოქალაქის საქველმოქმედო კონცერტი (ვიდეო)
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში შექმნილი სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, ასოციაცია „ათინათისა“ და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო გაიმართა. კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს მოხმარდება. საღამოზე ცნობილი გახდა სენაკი სკოლა-ლიცეუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2 პირველკლასელი სკოლაში უფასოდ ისწავლიან.

ამ საღამოთი ყველას მოვუწოდეთ, რომ ვაკეთოთ სიკეთე. აუცილებელია საზოგადოებრივი აქტიურობა, საზოგადოებრივი პრობლემების გათავისება“, - თქვა ლიცეუმის დირექტორმა ნანა ნორაკიძემ.

სამოქალაქო კლუბის ლიდერის ანა დადიანის თქმით, ისინი ყოველკვირეულად „ერთი კარტოფილის აქციის“ ფარგლებში თითო სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარებიან.

გადავწყვიტეთ უფრო გაგვეფართოებინა ეს საზღვრები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „ათინათს“ გაწეული დახმარებისთვის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დადიანმა.

ღონისძიებაში ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

პროექტი „მომავლის თაობა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International-ის მიერ ხორციელდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.